“მძღოლზე არაფერს დავწერ. ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით”

ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.
ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად.

მძღოლზე არაფერს დავწერ.
ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება. სხვისი გათვალისწინება “ტეხავს”. რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო “მაგარი” ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არაუშავს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არაუშავს, წითელზე 120-ით გასვლა არაუშავს, “გონკაობა” არაუშავს,ტელევიზიებიდან დედის გინება არაუშავს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არაუშავს,…………და აბა რა “უშავს”?

ასევე იხილეთ