“არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ომის დაწყებამდე იყო”

რუსეთის ცნობილმა არტისტმა და ალა პუგაჩოვას მეუღლემ მაქსიმ გალკინმა დღეს საკუთარიინსტაგრამისგვერდის გამომწერებისთვის ვიდეო მიმართვა გაავრცელა

კონკრეტულად, ვიდეო მიმართვაში ის პასუხობს მისი გვერდის გამომწერების იმ ნაწილს, რომლებიც მას ინსტაგრამზე, ძველებურად, მისი და მისი ოჯახის მონაწილეობით ახალი და მხიარული ვიდეოების გადაღებას და განთავსებას სთხოვენ.

“მე ვერ ვხედავ ვერანაირ, სულიერ და მორალურ შესაძლებლობას ამის გასაკეთებლად. ასე რომ, ჩემი არც ინსტაგრამის და არც ტელეგრამის გვერდი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავხსენი, არ იქნება ისეთი როგორიც იყო 24 თებერვლამდე”, – ამბობს გალკინი.

ასევე იხილეთ