“ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო გმირი გახდი და ყველა შენთვის ლოცულობსთქო”

თბილისში, შარტავაზე დაშავებული ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობსთქო. დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს.

ხალხნო ვერ აგიღწერთ, როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის მე მჯერა რომ სასწაულები ხდება”.
შეგახსენებთ, თბილისში შარტავას გამზირზე 30 მარტს ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 წლის ბიჭი მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, არასრულწლოვანის მდგომარეობა ახლაც მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ასევე იხილეთ