„შენი ხელი იმედის ხელი იქნება“ – ბუჩაში მოკლული ქალის შვილი საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს

ფოტომ ბუჩადან, მოკლული ქალის ხელით, მთელი უკრაინა და მსოფლიო შემოიარა. 53 წლის დაღუპული ირინა ფილკინა მისმა მასწავლებელმა იცნო, ვიზაჟისტმა ჰოსტომელიდან, ანასტასია სუბაჩევამ.

ირინას ქალიშვილმა, ოლღამ დედის პატივსაცემად საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება გადაწყვიტა.

„ახლა შენი ხელი, დედა, იმედის ხელი იქნება უკრაინის ყველა ბავშვისთვის“, – აღნიშნა ოლღამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე.

ფონდს ერქმევა „Mama Ira“ და დაეხმარება ბავშვებს, რომელთაც ომის გამო დაკარგეს მშობლები.

„დედი, შენ მე იმდენი სიყვარული მომეცი, იმდენი ძალა ჩადე ჩემში, რომ უბრალოდ არ მაქვს უფლება, არ ვაჩვენო ის სამყაროს. ამიტომ გადავწყვიტე, გავაკეთო შენი სახელობის ფონდი. ასე მეცოდინება, რომ შენ მხოლოდ ჩემს გონებაში კი არა, ჩემს გულში ხარ. სანამ ჩემი გული ფეთქვას, ის მთელ სამყაროს გაუნაწილებს შენს სიყვარულს.

სანამ ჩვენი მეომრები იცავენ ქვეყანას, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ყველაზე ძვირფასი – ბავშვები, და მივცეთ მათ მომავლის იმედი“, – წერს ოლღა.

ასევე იხილეთ