“მე და დიასახლისი მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი, ახლით რომ ჩავანაცვლოთ“

თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე წერს:

„გიგაზე რომ ვიქორწინე, მისი გარდერობის შეუმჩნეველი გამოცვლა დავიწყე. წინააღმდეგობა რომ არ შემხვედროდა, ახალ პერანგებს, პიჯაკებს და ფეხსაცმელებს, ძველების ნაცვლად ვაწყობდი და ნელნელა იცმევდა, ვერც ამჩნევდა დიდად.

ერთხელაც მოვიდა გაოგნებული, ორი ადამიანი დამისახელა, მაგათ მგონი შიგ აქვთო,  დღეს მითხრეს რამაგარი ფეხსაცმელი გაცვიაო! და ფეხებზე რა პონტში მიყურებენო.

ბორის ჯონსონის ფეხსაცმელებზე გამხსენდა – ნეტა იცოდეთ მე და დიასახლისი რა მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი,  ახლით რომ ჩავანაცვლოთ!  დიდი პრობლემაა მისთვის ახალზე გადასვლა.“

 

ასევე იხილეთ