“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი”

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს, რომელიც ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს, 11 აპრილს, ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, დღეს ექიმების მიერ უნდა შეფასდეს დათის მდგომარეობა.

მანამდე 8 წლის მოზარდის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში.

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი

თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით, ნუ ვცდილობდით მაინც

მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე დე, გთხოვ…”, – წერს დათის დედა.

ასევე იხილეთ