„ვისაც სკოლაში მეგრული და სვანური ენის სწავლება საფრთხედ მიგაჩნიათ, ყველანი უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ მეგრელებს და სვანებს….“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სკოლებში მეგრული და სვანური ენების სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ენას, რომლის სწავლებისაც გეშინია, ვერ დაიცავ და ვერ მოუვლი…

მერაბ მეტრეველი: 

„ვისაც სკოლაში მეგრული და სვანური ენის სწავლება საფრთხედ მიგაჩნიათ, ყველანი უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ მეგრელებს და სვანებს.

ეს ისე, რომ იცოდეთ. მთავარი კი ამ ამბავში ისაა, რომ მეგრული და სვანური ენები ჩვენი სიმდიდრეა და მათ დაცვა და მოვლა სჭირდება, რათა დროთა განმავლობაში ბევრ სხვა ენასავით არ გაქრეს. ხოლო იმ ენას, რომლის სწავლებისაც გეშინია, ვერანაირად ვერ დაიცავ და მოუვლი.

მოიშორეთ ეს უაზრო შიშები. იცანით მტერი და მოყვარე და მტრის შიშით მოყვარეს ნუ ურტყამთ.

p.s. ამ ისტერიკასთან დაკაბშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. 90-იან წლებში, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა რეგიონებში გუბერნატორის ინსტიტუტი შემოეღო, პარლამენტში ერთი ამბავი ატყდა. ჯაბა იოსელიანი მას ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა, ეს სეპარატიზმს გააღვივებსო. ანუ სერიოზულად ფიქრობდა, რომ იმერეთში პრეზიდენტი გუბერნატორს თუ დანიშნავდა, ერთ დღეს იმერეთი დამოუკიდებლობას მოითხოვდა…

ასეთი უაზრო შიშების გამოა, რომ დღემდე თვითმმართველობის რეალურ რეფორმას ვერ ვატარებთ“.

ასევე იხილეთ