“5 კვადრატულ მეტრ სარდაფში 10 მეზობელს იფარებდა 30 დღე…”

ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უკრაინელი ოჯახის გულუხვობაზე წერს.

“5 კვადრატულ მეტრ სარდაფში 10 მეზობელს იფარებდა 30 დღე. მაშინ, როცა მის ეზოში ოკუპანტები იყვნენ, რომლებმაც სანგრები გათხარეს. არ მოკლეს, რადგან უთხრეს, რომ ჭირდებოდათ – თუ უკრაინულ არმიასთან ბრძოლა მოუწევდათ, პეტროს ფარად გამოყენებას გეგმავდნენ. შეჭამეს თავისი “სუხოი პაიოკები”, პეტროს მთელი მარაგი და დალიეს ყველა ალკოჰოლური სასმელი რაც იპოვეს. მერე მთელი ეს ნაგავი იქ დატოვეს და ჩუმად გაიპარნენ. იქამდე კი პეტროს სახლი დაცხრილეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს.

ახლა ცხოვრებას აგრძელებს, იმითაც ბედნიერია, რომ ცოცხალი გადარჩა თავადაც და მეზობლებიც.
რომ დაგვინახა, მაშინვე სახლში შეგვიპატიჟა, ბოდიში მოგვიხადა, რომ მხოლოდ ჩაი და რამდენიმე ორცხობილა ჰქონდა. ყველაფერი გამოიტანა რაც გააჩნდა და მაინც გაგვიმასპინძლდა”, – წერს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ