“მადლობა გიორგი გამსახურდიას ვარშავაში მასპინძლობისთვის, ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში”

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვარშავაში ლევან იოსელიანთან და პირველი პრეზიდენტის შვილ, გიორგი გამსახურდიასთან ერთად იმყოფება.

„ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან გიორგისთან ერთად! უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები! გმადლობთ გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის. ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში. როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად იმ წამს დავბრუნდები – მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, – წერს ელისაშვილი.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

ასევე იხილეთ