“13 ადამიანის სერიული მკვლელი ოპოზიციის აღიარებულ ლიდერად”

სამოქალაქო აქტივისტი ირმა ხახუტაშვილი სოციალურ ქსელში “ბოროტების” საძმოს სისხლიან წევრზე გიორგი “ჟორიკა” რურუას შესახებ წერს:

მართლა ვერ ვხდები ეგ კაცი რათ უნდოდათ? ტიპზე რა საქმეები დევს.

ვაკის რაიონის პროკურატურა

-1994 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში გ.რურუამ და დ.ჯაფარიძემ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური განადგურების მუქარით მოქ. მარლენ და რეზო შენგელიებს გამოსძალეს 15 000 აშშ დოლარი.

სსს N7799847.

-1993 წლის 10 ოქტომბერს გ.რურუამ, მ. ხაჟომიამ და ნ.ჭელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით გაიტაცეს თორნიკე აფაქიძე. აიყვანეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური განადგურების მუქარით ცდილობდნენ მისგან 300 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

–აწ გარდაცვლილ მ.ხაჟომიას ჩვენებით გ.რურუა იმხილება ზ.ვეფხვაძის, გ.სვანაძის და თ.ჩანტლაძის განზრახ მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1993 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე.

საბურთალოს რაიონის პროკურატურა

– 1994 წლის 15 ივლისს გ.რურუამ პირთა ჯგუფთან ერთად ქ.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში N735 პალატაში ავტომატებით დაცხრილა ლოგინში მწოლიარე ალექსანდრე ბალიაშვილი დაბ. 1973 წ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სსს N7596858.

-1994 წლის 25 სექტემბერს გ.რურუამ თანამზრახველებთან ერთად ქ.თბილისში, ფანასკერტელის N17/30-ში დახოცა ბესიკ მარუაშვილი, ზურაბ მარუაშვილი და გელა ქაფიაშვილი. სსს N7594889.

მთაწმინდის რაიონის პროკურატურა

– 1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სევასტოპოლის ქუჩაზე გ.რურუამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით მოკლა ზაურ თორაძე, ზაირა თორაძე, ლაშა თორაძე, კახა თორაძე და იმედო თორაძე.

ქ. თბილისის პროკურატურა–1994 წელს გ.რურუამ სხვა პირებთან ერთად მოქ. გ. ოსეფაიშვილს მოსტაცა ვაჟიშვილი და მისი ფიზიკური განადგურების მუქარით გ. ოსეფაიშვილს გამოსძალა 130 000 აშშ დოლარი. აღძრულია სს საქმე,“– წერს ხახუტაშვილი.

ასევე იხილეთ