„სამარცხვინოა ქართველისგან, როცა ამის უფლებას აძლევ რუსს“

აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, როგორ მასპინძლობს აღმაშენებელზე ერთ-ერთი კაფე რუს ტურისტებს და ხმამაღლა არის ჩართული ერთ-ერთი რუსული სიმღერა.

მომღერალი აღნიშნავს, რომ ეს მიუღებელი საქციელია:

„სამარცხვინოა ქართველისგან, როცა ამის უფლებას აძლევ რუსს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყანა, იმის უფლებას აძლევ, რომ ყველას აჩვენოს გარშემო, როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოც და უკრაინაც. აი, ასე, როცა უნდა იგულავებს, იცეკვებს, იმღერებს, გაილეშება, აქ თბილისში და თავზე გიზამს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მათი ჯარისკაცები დღესაც ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ხოცავენ უმოწყალოდ უკრაინაში.

მიიღე ტურისტი და იმაზე მეტის უფლება არ უნდა მისცე, რაც ხალხის თავმოყვარეობას ლახავს!!! არ ამიგუგუნა აქ „ჩორნი ბუმერ”.

საზიზღრობაა!!! სამარცხვინოა!!! ლაჩრობაა!!!

ასევე იხილეთ