“სადაც გავიგებ რუსულ მუსიკას, იქ ვიწყებ ყველაფრის ლეწვას”

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე საქართველოს კაფე-ბარებში რუსული მუსიკის დაკვრის წინააღმდეგ ინდივიდუალური სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით იმუქრება:

თუ ანტისაოკუპაციო კანონი არ მოქმედებს, მე ვიქნები კანონი. სადაც გავიგებ რუსულ მუსიკას – იქ ვიწყებ ყველაფრის ლეწვას. ვსიო, ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. გამყიდველმა ნაბიჭვრებმა სხვა გზა არ დამიტოვეს”, – წერს დარსმელიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

ასევე იხილეთ