“დავემშვიდობე ქართველ მებრძოლებს, კიევზე რაშისტების ფართომასშტაბიანი შეტევა თუ განახლდება, ეგრევე დავბრუნდები”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ბარამიძე წერს, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს დაემშვიდობა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კიევზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახლდება, მაშინვე უკან დაბრუნდება:

“21 თებერვლიდან უკრაინაში ყოფნის შემდეგ, დავემშვიდობე ქართველ მებრძოლებს, ძველ და ახალ შეძენილ მეგობრებს, ოღონდ იმ პირობით, რომ აღდგომის შემდეგ (დიდი ხნის გადადებულ) ნაღვლის ბუშტის ამოჭრის ოპერაციას გავიკეთებ და (ღმერთმა არ ქნას) კიევზე რაშისტების ფართომასშტაბიანი შეტევა თუ განახლდება, ეგრევე დავბრუნდები.
დიდება და გამარჯვება ყველა პატრიოტს!

დიდება საქართველოს!

Slava Ukrayni!” – წერს ბარამიძე “ფეიქბუქში”.

ასევე იხილეთ