“უფალს ვთხოვ, არ დამსაჯოს ასე მწარედ, გთხოვთ, ილოცეთ”

ელენე ჩიბურდანიძეს იცნობს თითქმის ყველა, ვისაც მძიმე დიაგნოზთან ჰქონია შეხება. ის ყველას ნუგეში და მხარდამჭერია, ახლა კი მას სჭირდება საზოგადოების დახმარება. ქალბატონი ელენეს შვილი, ქეთი მიქაძე წერს:
,,მეგობრებო, ვისაც შეგიძლიათ, ილოცეთ ჩემი დედიკოსთვის, ელენეს ჯანმრთელობისთვის. გუშინ საღამოს 9 საათისთვის ვალუტის პუნქტში 12 წლამდე ბავშვმა მოპარა ჯამიდან ფული. ელენე დადევნებია, წაურთმევია და შებრუნებულა ისევ გადამცვლელ პუნქტში და ამ დროს მოუვიდა ინსულტი.  გაუკეთდა თავის ტვინის ტრეპანაცია, იმყოფება კომაში.
ადამიანი, რომელიც 30 წელზე მეტი ბავშვებს ემსახურა, უამრავი თაობა გამოზარდა, ასეთ დღეში აღმოჩნდა ისევ ბავშვის გამო, დედაჩემმა, რომელმაც უამრავ ტანჯვას გაუძლო და დაამარცხა სიმსივნე, არ შეიძლება ახლა ცუდად დასრულდეს ეს განსაცდელი.
ილოცეთ, გთხოვთ, სხვა ამჟამად არაფერი შეგვიძლია. თვის ბოლოსაც სტამბულში მივდიოდით კვლევებზე, სწორედ ამიტომ იყო ვალუტის პუნქტში, სულ მოუსვენარი, ენერგიული, სიკეთის გამცემი, მე ნამდვილად არ ვგავარ მას, მაგრამ უფალს ვთხოვ, არ დამსაჯოს ასე მწარედ”.
უამრავი ადამიანი წუხს მისი ჯანმრთელობის გამო.
,,აუცილებლად უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან. სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ყველას გვჭირდება მისი იმედიანი სიტყვა და გამხნევება”, ,,ღმერთი არ მიატოვებს. ჩემი იმედი, ჩემი  ძალის მომცემი. ჩემო საყვარელო, უფალს ვუჩოქებ და ვუჩექობ და ვთხოვ შენს გამოჯანმრთელებას!”, ,,უცილებლად უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან, სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ყველას გვჭირდება მისი იმედიანი სიტყვა და გამხნევება. ღმერთი არ მიატოვებს”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე იხილეთ