თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოქალაქემ აღმოაჩინა ბიჭის ფოტო, რომელსაც თვალებში ქინძისთავები აქვს ჩარჭობილი

მოქალაქემ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სასაფლაოზე იპოვა მამაკაცის ფოტო, რომელზედაც ე.წ „ბულავკები“ (ქინძისთავები) იყო ჩარჭობილი. ქალი ჯგუფის წევრებს აღნიშნული ახალგაზრდა კაცის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

„დღეს ავჭალის სასაფლაოზე ვიყავი, ბებიაჩემის და პაპაჩემის საფლავზე. იქვე ორი მიტოვებული საფლავია და მანდ, ნაძვის ხეზე იყო ახალგაზრდა ბიჭის ფოტო „ბულავკებით” დამაგრებული. თვალებში ჰქონდა ჩარჭობილი და სახეზეც. არ ვიცი რას ნიშნავს და რასთან არის კავშირში, მაგრამ კარგს რომ არ ნიშნავს, ვხვდები. იქნებ იცნობთ ამ ბიჭს და დამეხმაროთ“. – წერს ნინო ბერიშვილი.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი წერს, რომ ეს ჯადოა, რომელსაც ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ასევე იხილეთ