“რატომაა ეს ცხოვრება ასე უსამართლო, რატომ?”

ლეილა სხვაველი-მაჩაიძე სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ავტოავარიაში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ქმარი და შვილი კი სიცოცხლისთვის იბრძვიან.

,,როგორ შეიძლება შენ მიწამ მიგიღოს, როგორ… რატომაა ეს ცხოვრება ასე უსამართლო, რატომ.. ეს გოგო მარტო ნათლული არაა ჩემი, მისი დედა ჩემი მეუღლის ბიძაშვილია, რომელთანაც მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. მერე კი ეს ულამაზესი გოგო ჩემი ნათლული გახდა, რომელიც უზომოდ მიყვარს, გული ათად გამეგლიჯა. როგორ დავიჯერო, რომ ის აღარ არის… უფალო, რატომ დაუშვი ასეთი რამ, რატომ დააობლე მისი ერთადერთი 5 წლის ბიჭი, რომელიც მამასთან ერთად საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის”.

ასევე იხილეთ