“მიყვარს და სადაც „გადავაწყდები“, აი, აქ, სოცქსელში ფოტოებზე, შემოვძახებ ხოლმე – ნიკოლააა, რა მაგარი ხარ!”

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ამ პატარა „მაიმუნზე“, საითაც არ უნდა “გაიხედო” სულ მამასთან რომ დგას, ზის და სულ მამის ირგვლივ რომ ტრიალებს, ვგიჟდები. მიყვარს და სადაც „გადავაწყდები“, აი, აქ, სოცქსელში ფოტოებზე, შემოვძახებ ხოლმე – ნიკოლააა, რა მაგარი ხარ!

❤ ერთი ვიდეო მომწონს ძალიან, ოჯახი ფოტოს იღებს და ეს ვაჟბატონი ადგილს ვერ პოულობს, ყველაფერს მიედ-მოედება, მოედანზე გეგონება. საყვარელი!
❤ მარიამი მეკითხება, რატომ მოგწონსო – ჩვენი ნიკოლოზასავით მოუსვენარია და თვალები მასავით კეთილი, კეთილი, კეთილი აქვს, – ვპასუხობ.
😉 ჰა, ეგებ ვინმემ მითხრათ რომ საყვარელი არაა.
❤ ყველა შვილი კარგი ჰყავს, დედა. სხვათაშორის, დიდი ხნის წინ ანუკის ინტერვიუს ვუსმინე, მკაცრი დედა ყოფილა, ვერც წარმოვიდგენდი. გაოცებული დავრჩი, ადრე მეგონა რომ ანუკი იმდენად დაკავებულია, შვილებისთვის არ ეცალა. მართლა გავოცდი, იცი? – მეუბნება მარიამი.
❤ და ჩვენ ვიხსენებთ იმ სიკეთეს, რომელიც კახა კალაძემ ჩვენს ოჯახს გაუკეთა. სიკეთეს, რომელიც არასდროს დამავიწყდება და სიკეთეს, რომელსაც ჩემი ცისფერთვალება დედის სახელი ჰქვია. სიკეთე, რომელიც კალაძის შვილებს კიდევ 100 წელი გაუნათებს გზას.
კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის!
👉და ჩემნაირი რამდენია? რამდენს გაუკეთა სიკეთე, ჩუმად, უხმაუროდ? ბევრს!
❤ ჰოდა, აი, ამ ცელქი ბიჭის, ჩემი ფავორიტის (რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის “მაიმუნების” შემდეგ), ნიკოლას მამა მეორეა, პატრიარქის შემდეგ! – რეიტინგით!
👉 და მე ძალიან მიხარია, რომ მეორე ის არის, ჩვენიანი, სამტრედიიდან – თბილისის საუკეთესო მერი!
👉 ხომ მეთანხმებით, რომ არ არის ადვილი? არ არის!
👉 პოლიტიკა ისეთი რამეა, რაოდენ კარგი საქმეებიც არ უნდა აკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი (ან ჯგუფი), რომელსაც არ მოეწონები.
👉 მერე რა, საქართველოში კალაძეს კი არა, ნიკოლაძეებს უპოვეს ხინჯი. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება!
👉 მაგრამ მე რა მომწონს იცით? კალაძის დამწუნებელი „კოლექტიური ხაბეიშვილები“ რომ არიან და მთავარ კომპრომატად მაგალითისთვის სამტრედიას რომ მისწვდებიან, ხოლმე – სასაცილოები! ასე გააგრძელეთ, ბიჭებო, კახა კალაძე კი ივლის წინ და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ თბილისელების, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაიშურებს მისთვის მადლობის თქმას!
👉 გულწრფელად ვამბობ, დედაჩემის ცისფერ თვალებს გეფიცებით, მე მჯერა რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს!
და ვისაც არ გჯერათ, გაიარეთ, სხვაგან, სხვა ფბკედელზე ამოიგდეთ ბეჭი! 😉
❤ შენ გაგიმარჯოს ნიკოლოზას და მისი ძმების მამავ!
👉 პ.ს. ისე, კვლევების მე დიდად არ მჯერა. არც ამ კვლევის. ვფიქრობ, რომ კალას „ქულები“ დააკლეს.
დიახ, ასე ვფიქრობ და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს! მიკერძოებული ვარ? კი, ბატონო, იყოს ასე, მაგრამ თქვენ დამისახელეთ მეორე პოლიტიკოსი (საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე) ვინც ასე ბევრი გაუკეთა ჩვენი სამშობლოს დედაქალაქს და ძალიან ბევრ, ბევრ და ბევრ ადამიანს, კონკრეტულად თუ ზოგადად!
წარმატებები კახა კალაძეს! ❤

ასევე იხილეთ