„სადღაც მინდა გავექცე ამ დღეს, დავიმალო ან რაღაცნაირად ,,გადავახტე” კალენდარს.. არადა, რომ არა ეს დღე არც ჩვენი ბედნიერება იარსებებდა“

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის ფოტოებს ათავსებს და გარდაცვლილი მეუღლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ემოციური პოსტს აქვეყნებს.

“ჩვენ მაინც ვულოცავთ ერთმანეთს, რომ ეს ბიჭი გაჩნდა ჩვენთვის და ყველასთვის – თქვენთვის ვის გულშიც ასე ტკბილად ცხოვრობს ეს ზღაპრის კეთილი გმირი! ………

თუმცა სევდა მაინც სდევს ამ ყველაფერს, სადღაც მინდა გავექცე ამ დღეს, დავიმალო ან რაღაცნაირად ,,გადავახტე” კალენდარს, ისე მეშინია ხოლმე…

გაურკვეველი ემოციები მაქვს, არადა რომ არა ეს დღე არც ეს ბიჭი ბედნიერება იარსებებდა …და არც ჩვენი ბედნიერება
რატომ? რამდენჯერ დამისვამს ეს შეკითხვა…და იქნებ იმიტომ, რომ ამდენი უდანაშაულო ბავშვისთვის იმ სივრცეში გააფერადოს ახალი სამყარო! სადაც მე მგონი უფრო მეტი სიკეთე და სიყვარულია.

ეს დიდი პატარა ბიჭი, ისედაც ბავშვად დარჩა, ჰოდა უბრალოდ ასე მოიფიქრა არ იზრდება , უბრალოდ წლები გააჩერა და ახლა ასე ვაგრძელებთ ჩვენს ,,თამაშს“

მიყვარხარ გიო და იცი რა მიყვარს შენში…

უფ, ყველაფერი გიო , ყველაფერი… ის სასწაულებიც, რომელსაც ახლაც ახერხებ და ამდენ სიყვარულს აფრქვევ სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი.

მგონია რომ მანდაც იცინი…და მე მესმის შენი ტკბილი ხმა …. ტუკლიკუნააა სულ შენი დღეა ჩვენთან , მიყვარხარ ჩემო ადამიანო…”, – წერს ნათია ბანძელაძე.

ასევე იხილეთ