”ახლა გავიგე, რატომ ჩავვარდი ლოგინად, რატომ მიჭირს მოძრაობა და რატომ მიმდის გონება”

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კუჭის დამცავ მედიკამენტებს იღებენ.

,,ახლა გავიგე, რომ კუჭის დამცავების გამო ორგანიზმი ვერ იღებს ვერანაირ ვიტამინს, კალცს, მაგნიუმს. მაქსიმუმ 2 თვეზე მეტი არ შეიძლება არანაირად!!!

მე კიდევ, რაც კუჭის ოპერაცია გავიკეთე, 4 წელია ვსვამ ,,ნექსიუმს” ყველაზე ძლიერს და მიკვირს, თუ რატომ ჩავვარდი ლოგინად და რატომ მიჭირს მოძრაობა და ადგომისას 20 წამი გონება რატომ მიმდის თავბრუსხვევისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა გავიგე გიორგი ღოღობერიძის ლაივისგან”.

ასევე იხილეთ