“ახალგაზრდა ბიჭს ძაღლი მიუყვანია, კიკვიძის პარკში სკამზე მიუბამს, საჭმელიც დაუტოვა… მერე წასულა და თავი მოუკლავს”

ნინო სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ახალგაზრდა ბიჭს ძაღლი მიუყვანია, კიკვიძის პარკში სკამზე მიუბამს, საჭმელიც დაუტოვა…

მერე წასულა და თავი მოუკლავს….
იმხელა ტრაგედიაა…
ისე იმოქმედა, ვერც ცრემლებს ვიკავებ და სხვაზეც ვეღარაფერზე ვფიქრობ…
არადა, ორი დღეა პოსტი ტრიალებს, რომ “ვიღაც არაადამიანმა კიკვიძის პარკში სკამზე მიბმული ძაღლი დატოვა”.
ორი დღეა პატრონს ეძებენ ძაღლისთვის კეთილი ადამიანები…
ორო დღეა ბოლო სიტყვებით წყევლიან “საზიზღარ პატრონს” ვიღაცეები და კამერების ამოღებას ითხოვენ, რომ უფრო კარგად დაწყევლონ…
ძაღლი კი, ორი დღე იჯდა გაუნძრევლად ერთ ადგილას, წვიმაშიც…
არც საკვებს მიეკარა, არც წყალს… 🥺
დღეს ვიღაცამ დაწერა, რომ ძაღლის პატრონმა ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა… 💔
შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
ასევე იხილეთ