“რომ ჩამოვალ, 9-გრამიანი ტყვია შუბლში უნდა გესროლოო…“ – ვინ დაემუქრა თემურ თათარაშვილს

თემურ თათარაშვილი გია ჯაჯანიძის გადაცემაში საუბრობს იმის შესახებ, რომ ყოველთვის საკუთარ აზრს ღიად და საჯაროდ გამოხატავს და კრიტიკის არ ეშინია:

„გესლისგან იმუნიტეტი გამომიმუშავდა, ადრე ძალიან ვნერვიულობდი, ახლა სიცილის სმაილებს ვუწერ.  შეიძლება მსუბუქი რამე დავწერო და მე მივარდებიან, ჩემზე აქვთ საშინელი აგრესია. იმ დღეს დავწერე, ჯერ ჩემი ქვეყანა და მერე სხვა, კი მეცოდება ყველა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში არ მინდა, ომი იყოს. ვინც ამაში შემედავება, არ ვიცი… უცებ ვიღაც მწერს, ანწუხელიძის სულს ვფიცავ, რომ ჩამოვალ, 9-გრამიანი ტყვია შუბლში უნდა გესროლოო. ფეიკი იყო, სურათი არ ედო, მაგრამ მუქარაა, ხომ? მე ჩემი აზრი მაქვს, რასაც მინდა, იმას დავწერ ჩემს გვერდზე. ცხოვრებაშია რ მახსოვს, რომც არ მომწონდეს ვიღაცის სტატუსი, შევიდე და რაღაც დავუწერო… გადავალ სხვაგან და სხვა რამეს წავიკითხავ…“

გია ჯაჯანიძის კითხვას, რა რეაქცია აქვს, როდესაც ვაი მომღერალს უწოდებენ, თათარაშვილი ასე პასუხობს: „ამაზე ვიცინი ხოლმე. თავის ქებაში ალბათ, არ ჩამეთვლება, მაგრამ ვაი მომღერალი არ ვარ, ხუთეულში მაინც ვარ საქართველოში…“

ასევე იხილეთ