“დავიწყებული მქონდა, ეტყობა, ჩემი ძმის მონაყოლი, ორთაჭალის ციხეში მის თვალწინ როგორ ჩაცხრილეს პატიმრები”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 20-21 ივნისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„შარშან, ჯერ კიდევ არავის ენახა ცნობილი კადრები, როდესაც კახეთიდან მომავალმა, ტელეფონში ფრაგმენტულად თვალმოკრული სიუჟეტებიდან მივხვდი, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩაფიქრებული გეგმის თანახმად მოქმედებდა და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა.

ამ აღვირახსნილი და ამორალური გუნდისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს ადამიანთა კვლა, სისხლი, წამება და უსამართლობა.

დავწერე თუ არა ეს პოსტი, ჩემზე არნახული თავდასხმა დაიწყო. ყველა ფაქტი შენახული და გაშიფრული მაქვს. ეს ბოროტების მანქანა დიდი ხანია ცდილობდა ჩემს დისკრედიტაციას, არ ვიყავი თურმე სანდო, რადგან სამართლიანი ვარ და პირდაპირ ვამჟღავნებდი მათდამი ჩემს განწყობას.

ბუნებრივია, არც მათ პოლიტიკურ დაკვეთებს ვასრულებდი, მაშინ, როცა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ხშირად მაიძულებდნენ! რა ჩემი საქმე იყო? მითუმეტეს, როდესაც ხედავ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი სისხლიანი პირისა და ხელების მოსაწმენდად ესაჭიროებოდათ!!!

ერთი უკიდურესობიდან მეორეში რატომ უნდა გადავვარდე? სხვისი პოლიტიკური ინტერესები არასოდეს გამიტარებია, არც ვინმეს რუპორი ვყოფილვარ ოდესმე და ვერც ვერასდროს მიაღწევს ვინმე ჩემი სიტყვისა და პროფესიული თავისუფლების შეზღუდვას!

აი, აქ წარმომიდგა მთელი სიცხადით მათი რეალური სახე, დავიწყებული მქონდა, ეტყობა, ჩემი ძმის მონაყოლი, ორთაჭალის ციხეში მის თვალწინ როგორ ჩაცხრილეს პატიმრები და უამრავი ასეთი შემთხვევა…

მოკლედ, გამოვაქვეყნე თუ არა ეს პოსტი, იმ წუთიდან ღიად დაიწყო ჩემი დევნა და ცილისწამება, კომენტარებშივე ამოიცნობთ 200 ტროლსა და მიზანმიმართულ ბულინგს.

უფრო ადრე კი, როგორც ვთქვი, მალულად იბრძოდნენ, რათა დროულად ჩამოვეშორებინე თემირლანის საქმეს. ვიღაც ბრიყვს, ალბათ, ჰგონია, რომ ჩემი დუმილი სისუსტეა.

არავინ იცის ჩემზე მეტი და არავინაა ჩემზე მართალი ამ საქმეში! არავინაა ჩემზე სუფთა და ნამდვილი, უანგარო და ნეიტრალური!

დიახ, ამას დრო დაამტკიცებს! მე ვდუმვარ ჩემი ქისტი ხალხის, პაპისა და ნათესავების პატივისცემით, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. სხვა ვინ იცის თუ არა მე, რა ნაძირალა და ამაზრზენია მათი ჩანაფიქრები.

ადამიანი ვერასოდეს ჩაიდენს უსინდისობას, თუ ეს მის ბუნებაში არ ზის! კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!

დიახ, 20 ივნისი სწორედ ის დღეა, როდესაც ავაზაკმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა განიზრახეს.

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც ხალხის გულწრფელ პროტესტს შეუერთდა რა ბოროტების ჯგუფი, ყველაფერი გაფუჭდა და გაუფასურდა!

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც ყველა ერთად ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას!

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც იმდენი ქნეს, რომ პროვოკაციული ზრახვებით დაბრმავებულებმა თვალები დაათხრევინეს უბრალო ხალხისთვის!

დიახ, მათ მოაწყვეს პროვოკაცია და ისარგებლეს საზოგადოების ჯანსაღი და სამართლიანი პროტესტის განცდით, რომელიც ყოველთვის იქნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ,“- წერს მარიამ კუბლაშვილი.

ასევე იხილეთ