“გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი”

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სურს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. ჩერგოლეიშვილი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში  ქვეყანაში შესაძლოა რევოლუციური სცენარი განვითარდეს, რაც სააკაშვილს აწყობს.

შევდივარ მელიას მდგომარეობაში – გულწრფელად თქვა გუშინ ჩვენთან საუბარში, რამდენიმე სიმძიმის ცენტრია ჩვენს პარტიაში და ეს ართულებს გადაწყვეტილებების მიღებასო.

გუშინ მელია მიესალმა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ივანიშვილს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და ოპოზიციაზე დაბრალების შანსი არ მისცეს.

მიზეზი მარტივია – პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ თვეები დასჭირდება ცვლილებების ხელმეორედ შეტანას

მეორე და მესამე მოსმენაზე იგივე შეზღუდვები არ მუშაობს – იმავე დღეს შეაბრუნებენ, რა წუთშიც დასავლეთი კონკრეტულ ზომებს მიიღებს (და მიიღებს).

ნებისმიერი კანონი სამი მოსმენით მიიღება.

რატომ უნდა მისცე ბიძინას შანსი, პირველივე მოსმენაზე ჩააგდოს და ოპოზიციას დააბრალოს?

მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა თავისი გაიტანა.

სააკაშვილს უნდა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდეს და რევოლუციური სცენარით წავიდეს მოვლენები.

(ვერ ხვდება, რომ თვითონ ვერც ამ სცენარით იხეირებს – რევოლუციონერები ქართველებს ადგილზე უნდათ და არა კიევის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში)

გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი.

ევროპულმა საქართველომ, საბედნიეროდ, ჭკუა იხმარა და ბურთი ბიძინას მოედანზე გადააგდო.

თუ ჩავარდება – ნაცებს და ქოცებს შეეტენებათ

ხალხიც და დასავლეთიც – ნაცებზე და ქოცებზე გაბრაზდება”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჩერგოლეიშვილი.

ასევე იხილეთ