“მართლა გაუსაძლისია უკვე!”

მომღერალი, ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში დედაქალაქში არსებული საცობების შესახებ წერს.

“არ ვიცი ბოლოს დროს კიდევ უფრო რატომ დამძიმდა თბილისში მოძრაობა და საცობის ხარისხი, მაგრამ ფაქტია რომ ამ პატარა ქალაქში უკვე შეუძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად გადაადგილება! შუქნიშნები კიდევ უფრო ხელს უწყობს სიტუაციის დამძიმებას! ძალიან კარგი იქნება თუ მთელს ქალაქში საპატრულო დაარეგულირებს ამ საგიჟეთს და არა ვითომ ჭკვიანი შუქნიშნები! მართლა გაუსაძლისია უკვე!“, – წერს მომღერალი.

ასევე იხილეთ