“წარმოგიდგენიათ, რა უბედური შეიძლება, იყოს ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე მხოლოდ იმისთვის ცხოვრობს, რომ მთელი თავისი ცხოვრება სხვა ადამიანების გაუბედურებას მიუძღვნას?”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უბედური

წარმოგიდგენიათ, რა უბედური შეიძლება, იყოს ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე მხოლოდ იმისთვის ცხოვრობს, რომ მთელი თავისი ცხოვრება სხვა ადამიანების გაუბედურებას მიუძღვნას?
ნიკა გვარამიაა ასეთი.
მან თქვა: იმ სამ დღეში, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე, გადავწყვიტე, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას ივანიშვილისათვის ცხოვრების გამწარებას მივუძღვნიო!
ე.ი. გვარამიას მთელი დარჩენილი ცხოვრება ეძღვნება არა სიყვარულს, სიკეთეს, სიქველეს, რაიმე ფასეულს, რაიმე სასარგებლოს შექმნას ქვეყნისათვის, არამედ მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების გამწარებას, სიძულვილს, ბოღმას, შურსა ღვარძლს.
რა უნდა იყოს ამაზე დიდი უბედურება?
ვინ უნდა იყოს ნიკაზე უბედური?
ისე, არც ბიძინა ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა და პოლიტიკოსი, უნდა იყოს ბედნიერი, რადგან მას არამხოლოდ ბევრ პოლიტიკურ მეგობარსა და მოკავშირეში, არამედ მტრებშიც არ გაუმართლა.
პატარა და საცოდავი მტრები შეხვდა.”
ასევე იხილეთ