“თქვენ მანანა მანჯგალაძის დამხმარე ხართ ხო?… სადმე გრაფიკში ჩაგვისვითო…”

მანანა მანჯგალაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ძაღლი გავასეირნე,ეზოში ვარდებს ძველ კოკრებს ვაცლი. ორი ქალი ეზოში იხედება, უცებ დამინახეს ერთი ხმადაბლა მეძახის: გამარჯობა გენაცვალე თქვენ მანანა მანჯგალაძის დამხმარე ხართ ხო?
და მერე დააკონკრეტა მეორემ- “ბაღის მოვლაში”….
მეთქი მარტო მანანას არა,აქ ბევრთან დავდივარ .
ტელეფონის ნომერი მთხოვეს. მე ვუთხარი ძალიან ბევრი კლიენტი მყავს თუ შევძელი, ვერ დაგპირდებით თქო.  
ერთმანეთში დაიწყეს: ნუ აი ,პროფესიონალი ყველას უნდა,და ადამიანს შრომა თუ არ ეზარება…
ძაან მთხოვეს სადმე გრაფიკში ჩამესვა.
სახლისკენ ვიხედები ზურამ არ დამიძახოს: მანანაააა.”

ასევე იხილეთ