“მე ვიყავი ამ გადაცემაში და…” – მაია ბარათაშვილი მერსი სულხანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

მომღერალი მაია ბარათაშვილი მერსი სულხანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ძალიან გამაკვირვა ადამიანების უხეშმა კომენტარებმა მერსი სულხანიშვილის მიმართ. სამწუხაროდ ბევრი ჩვენთაგანი ვყოფილვართ არასწორად დამონტაჟებული გადაცემის მსხვერპლი.

მე ვიყავი ამ გადაცემაში და ვიცი რაც მოჰყვა კითხვას “თქვენც მოგწონთ თქვენი თავი”? მნიშვნელოვანი იყო შემდეგ რაც ითქვა – :”მთავარია თქვენ მოგწონეთ თქვენი თავი და კომფორტში იყოთ” სამწუხაროდ ბოლო ფრაზა ამოჭრეს.

ასევე ამოჭრილია ჩემს მიერ მიმოხილული სილამაზის სტანდარტები ისტორიულ და კულტუროლოგიურ კონტექსტში, მაგრამ ესეთ გადაცემებს ხომ მხოლოდ კონფლიქტები აინტერესებს.

ჩემთვის სრულიად მიუღებელია კრიტიკის ფორმა სოციალურ ქსელებში, ადამიანებს სამწუხაროდ არ გააჩნიათ კულტურა საკუთარი აზრის კორექტულად გამოხატვის, როგორც ჩანს აღზრდის ბრალია. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი.”-წერს ბარათაშვილი.

ასევე იხილეთ