“შენგან განსხვავებით, მე ერთი დღეც არ ვყოფილვარ ამ ხელისუფლების სამსახურში”

ხათუნა ხოფერია და დავით ზურაბიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ამერიკის ელჩმა დაუკვეთა ლევან ბერძენიშვილს საქართველოს პატარა კახის დისკრედიტაცია ნაცტელევიაზიაში მისი მოღალატედ გამოცხადების გზით, იმანაც შეასრულა ეს ანტიქართული დაკვეთა, მაგრამ ქართველმა ერმა მკერდით დაიცვა გმირი მეფე.

თუ გგონიათ ეს რაღაც უშნო ხუმრობაა, ძალიან ცდებით. ესაა სახელისუფლო მესიჯბოქსი, რომლის მოგონება-გავრცელებაში ფულია გადახდილი, ეჭვი მაქვს ჩვენი ფული.
და თუ რამის გამო უნდა დაისაჯოს ეს ხელისუფლება განსაკუთრებული სიმკაცრით, პირველ რიგში სწორედ ასეთი ნაბოდვარის მომგონ-დამჯერებელი ინფუზორიების აღზევებისთვის.”-დაწერა ზურაბიშვილმა ხოფერის პოსტის საპასუხოდ, რასაც ხათუნა ხოფერიაც გამოეხმაურა. 

დათო, გამარჯობა! დიდი ხანია არ შეგხმიანებივარ. ახლა ჩამიგდეს ეს პოსტი და გადავწყვიტე გიპასუხო.

ეს მე დავწერე! ამ დილით. რა არ მოგეწონა? კელი დეგნანას რომ შევეხე? თუ დაკვეთა რომ მიიღო ბერძენიშვბილმა? …და რამდენი ადამიანია საჭირო მოწმედ იმისა, რომ როდესაც დეგნანი ერეკლე მეფეს, როგორც რუსეთთან გაერთიანების ფუძემდებელს შეეხო, ბერძენიშვილმა ჰკითხა- თქვენ იცით ერეკლე მეფის შესახებო?… ეგ მოწმეები სულ თქვენები არიან, სულ თქვენები.
ახლა, რაც შეეხება ჩემი მხრიდან ოცნების დაკვეთის შესრულებას… მე პოსტებს არავინ მიკვეთავს! სხვათაშორის, არც იმ პოსტებს, რომელსაც ოცნების სამარცხვინო გადაწყვეტილებებს ვუძღვნი.
აი, რაც შეეხება არჩევნებში დახმარებას და გარკვეული ურეიტინგო კანდიდატის პარლამენტში მოხვედრისათვის საჭირო სამუშაოებს, 2018 წლამდე, ნამდვილად ვეხმარებოდი… თუმცა, ეგ შენც კარგად იცი… ღმერთმა შეგარგოს!…
P.S.
რაც შეეხება ინფუზორიების აღზევებას…
შენგან განსხვავებით, მე ერთი დღეც არ ვყოფილვარ ამ ხელისუფლების სამსახურში”

ასევე იხილეთ