„მან ზუსტად იცოდა, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას, იცოდა, რომ სოფელს არ მივატოვებდი…“

გიორგი სუხიტაშვილს ახლახან საყვარელი პაპა გარდაეცვალა. ამ დიდი დანაკარგის შესახებ ის ჟურნალ „გზას“ ესაუბრება:
„მის გარდაცვალებას ვეგუები… ბაბოს გარდაცვალების შემდეგ 4 წელი გავიდა, მაგრამ სიცარიელე დღემდე არის, დარწმუნებული ვარ, სულ ასე იქნება…

პაპამ ზუსტად იცოდა, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას მისი გარდაცვალების შემდეგ: მან იცოდა, რომ მე სოფელს არ მივატოვებდი. მისი სურვილიც ეგ იყო. სადაც ცხოვრობდა და შრომობდა, ის ადგილი არ იყოს მიტოვებული. ამას არასდროს დავუშვებ…“

ასევე იხილეთ