“წავიკითხე, რომ მე და გალკინი განქორწინებას ვაპირებთ”

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 73 წლის მომღერლის ალა პუგაჩოვას და 45 წლის მსახიობ მაქსიმ გალკინის განქორწინების თაობაზე. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ პრიმადონამ გავრცელებულ ჭორებს ისრაელიდან უპასუხა და გავრცელებული ცნობა უარყო.

„წავიკითხე, რომ მე და გალკინი განქორწინებას ვაპირებთ. არა!“ – აღნიშნა პუგაჩოვამ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან”.

უკვე გავრცელდა ცნობები, რომ სექტემბერში ალა ბორისოვნა, გალკინთან ერთად, რუსეთში დაბრუნებას აპირებს. ამის მიზეზია ის, რომ სექტემბერში მათი შვილები სკოლაში უნდა მივიდნენ და მშობლების სურვილია, სამშობლოში ისწავლონ.

ასევე იხილეთ