“ევროვიზიის” გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა კონკურსში მიღებული ჯილდო აუქციონზე 900 000 დოლარად გაყიდა

უკ­რა­ი­ნულ­მა ჯგუფ­მა “Kalush Orchestra“-მ 2022 წლის “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჯილ­დო აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და. თან­ხა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს მოხ­მარ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ჯგუ­ფის “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

ჯგუ­ფის წევ­რებ­მა აუქ­ცი­ო­ნის და­წყე­ბა 25 მა­ისს და­ა­ნონ­სეს, სა­დაც გა­სა­ყი­დად ევ­რო­ვი­ზი­ის 2022 წლის მთა­ვა­რი ჯილ­დო გა­მო­ი­ტა­ნეს. ბრო­ლის მიკრო­ფო­ნის­თვის ბრძო­ლა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გამო, აუქ­ცი­ო­ნის ფი­ნა­ლი 28 მა­ი­სი­დან 29 მა­ი­სამ­დე გა­და­ი­დო.

ჯგუ­ფის ლი­დე­რის პრი­ტუ­ლას თქმით, პირ­ვე­ლი ფსო­ნი – 28 000$ თვი­თონ წევ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს. ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა ჯილ­დო მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ 29 მა­ისს პირ­და­პირ ეთერ­ში, აუქ­ცი­ო­ნის ლოტი 45 ათა­სი­დან 900 ათას დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

უკვე ლე­გენ­და­რუ­ლი ჯილ­დოს მყიდ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ბირ­ჟა WhiteBIT აღ­მოჩ­ნდა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით აპი­რებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი შე­ი­ძი­ნოს, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია სა­ჰა­ე­რო დაზ­ვერ­ვი­სა და საბ­რძო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

ასევე იხილეთ