“ამერიკაში ნუ მოდიხართ, ზღაპარია, რომ აქ მაგარია, ეს ველურების ქვეყანაა… აქ ხალხი ღარიბია”

ცოტა ხნის წინ ამერიკაში მცხოვრებმა მსახიობმა, იუნა შაფათავამ ჰარლემიდან (რაიონი მანჰეტენზე) პირდაპირი ეთერი ჩართო და საქართველოში მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ამერიკაში, რადგან ეს ისეთი ქვეყანა არ არის, როგორიც გარედან ჩანს.

-უღარიბესი უბანია, აქ ხალხი ძალიან ღარიბია… საზღვარზე რომ გადმორბიან, რისი მოლოდინი აქვთ?! ამერიკაში ცხოვრება ძალიან რთულია. ამერიკის იმიჯი სხვაა, რეალობაში სხვაა. განათლებული, მომზადებული რომ მოდიხარ, მაინც ჯოჯოხეთი უნდა გაიარო. სამშობლოს დასატოვებლად ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეთ. ფული არ მქონდა, ბავშვს ვერ ვაჭმევდიო – ეს გამართლება არ არის… ამერიკაში ცხოვრება არ არის ის, რაც გგონიათ. მთელი ჩემი ჯანღონე, ახალგაზრდობა, გარეგნობა, ხასიათი ამ ქვეყანამ შეიწირა. რქებით ვაწვები და არც ვიცი, მიღირს თუ არა…

არც ერთი შეგნებული ფრანგი და იტალიელი აქ არ ჩამოვა, რადგან ველური ქვეყანაა. მე კლასიკური ქალი ვარ და დიდი კომპრომისია, აქ რომ ვარ… ნუ უსმენთ იმ ბარიგებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს გადებინებენ  საზღვარზე გადმოსასვლელად. ნუ ხდებით იმ კატეგორიის ქვეყანა, რომლის ხალხიც საზღვარზე გადმოდის, საქართველოს სამაგისო არაფერი სჭირს, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი ამერიკაში მოდიოდეს მოსამსახურედ. სანამ დაუჯერებთ ზღაპარს, რომ ამერიკა მაგარია… ამერიკა ისევ ველურების ქვეყანაა.

ვიღაცები კონფერენციებს მართავენ, ამერიკა რა მაგარიაო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ყველას ღირსება ერთნაირი არ არის, ყველა ყველაფერზე ხელისმომწერი არ არის. აქ რომ მოდიხარ, იმდენი რამე უნდა ჩაყლაპო…

აქ შოპენი და ბეთხოვენი არის 5 პროცენტი, დანარჩენი არის რეპი, მარიხუანა და საშუალოზე დაბალი კლასი. საქართველოში ყველას გვიჭირავს მარკა, ფული გაქვს თუ არა, შენი ადგილი გიკავია. საქართველო სამოთხეა და ვერ ვხვდები, რატომ იგდებთ თავს ხაფანგში.

საქართველოში ყველას მიგვიწვდება ხმა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიჩივლებთ, რომ გაზი, წყალი არ არის, აქ ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, ფარაონებივით არიან… ნუ უსმენთ სხვებს. ზოგი ბედნიერია მოსამსახურეობით, მაგრამ გენში არ გვაქვს, მოსამსახურეები ვიყოთ, – ამბობს ვიდეომიმართვაში იუნა შაფათვა.

ასევე იხილეთ