“ია, დამიდექი წინ! გეტყვი, რა არის ონკოლოგია და გეტყვი, რა არის მკვდარზე ვენოკი!”

,,ისე, ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი?” – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა და მსახიობმა, ია ფარულავამ გადაცემა ,,ფარული კონვერტის სტუმარს, ექიმ გიორგი ღოღობერიძეს. ამ კითხვამ საზოგადოება აღაშფოთა, ონკოპაციენტებს და მათ ახლობლებს კი ტკივილი მიაყენა.
,,მოიხადოს თქვენმა წამყვანმა ბოდიში საჯაროდ! და ახლავე!”– ასე მიმართა ანნა სააკაძემ სოციალური ქსელით ტელეკომპანია ,,ფორმულას”.
,,ექიმი და ონკოლოგი პასუხს სულ არ უნდა უბრუნებდეს წამყვანს ასეთ კითხვაზე, არამედ მაგრად არცხვენდეს, რომ მეტი აღარ დასვას ასეთი კითხვა! ყველაფერი საღლიცინო არ არის! მაგრად მოგაცურათ ამ შოუებმა  ონკოლოგიური პაციენტები სხვა განზომილებაში არ ცხოვრობენ! ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ რთულ გზას გადიან. აქვთ თვალები, ყურები, ცხოვრობენ, ზოგჯერ სტკივათ, ეშინიათ, ზოგჯერ – არა, ზოგჯერ – კი! მუშაობენ, ზრდიან შვილებს, ქმნიან ოჯახებს, სწავლობენ, მოგზაურობენ, ერთობიან, იცინიან, ტირიან, ზოგჯერ უხარიათ, ზოგჯერ სევდიანდებიან, ისევე როგორც ყველა!
დადიან კონსულტაციაზე მკურნალ ექიმებთან, სადაც უმეორებენ, რომ კიდევ ცოტაც! ეს ყველაფერი ხდება თქვეთვის ტაბუდადებულ პროცესში და მოითხოვს უდიდეს ენერგიას ექიმისგან და პაციენტისგან . ესმით და ხედავენ თქვენს მარაზმს და მაგრად დაგცინიან, მაგრამ ზოგს გულსაც ტკენთ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, აამაღლონ ცნობიერება ონკოლოგიური დაავადებების მართვის, მკურნალობის და კიბოს სკრინინგის შესახებ და აქ რას ბოდავთ!!
ია, დამიდექი წინ! გეტყვი, ვინ ვარ მე! გეტყვი, რა არის ონკოლოგია და გეტყვი,  რა არის მკვდარზე ვენოკი! ფსკერი ხართ.  ქიმიოთერაპიის პროცესზე გულის ამრევებიც კი!..”, – დაწერა ანნა სააკაძემ.
,,დედა, რა ბედნიერებაა” – ასე იწყებს სტატუსს ია ფარულავა იმ აჟიოტაჟის შემდეგ, რაც გადაცემაში ამ კითხვის დასმამ გამოიწვია.
,,დედაა, რა ბედნიერება, რომ ჩემმა გუშინდელი გადაცემამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი. კითხვამ: ისე ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი – გამოიწვია აღშფოთება. ალბათ აჯობებდა, კითხვა სხვაგვარად დამესვა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ონკოლოგი არის მკვდარზე ვენოკი (ზოგი კი არა,  უმეტესობა ასე ფიქრობს). მიხარია, რომ ეს ასე არ არის, რაც დამიმტიკცა და დამისაბუთა გიორგი ღოღობერიძემ. დიდი ბოდიში, თუ ვინმეს ვატკინე გული ამ ფრაზა კითხვით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. მე მინდოდა, სტერეოტიპის დამსხვრევა, უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა. საწყენია, – დაწერა ია ფარულავამ.
ასევე იხილეთ