“უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს”

მომღერალი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“უამრავი ადამიანის კეთილი სურვილებით, კარგად ვიქნები.

ძალიან ბევრ წერილს ვიღებ, ნაცნობებისგან და კიდევ უფრო ბევრს, უცხო ადამიანებისგან. ყველა, ერთმანეთზე უფრო თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე.

თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ, როგორ მაბედნიერებს თითოეული თქვენი იმედიანი სიტყვა და სურვილი.

როგორი დიდი ბედნიერებაა, როცა ამდენი ადამიანი გამხნევებს, გლოცავს და ასეთ ზღვა სიყვარულს გიგზავნის!!!

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელაც კი გაეფიქრა ჩემზე და კეთილი აურა გამომიგზავნა
უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს, თქვენთან ერთად კი ძალიან ადვილად და სწრაფად გადავლახავ ყველაფერს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მიყვარხართ” – წერს ჟორდანია.

ასევე იხილეთ