დედოფლის იუბილეზე ბორის ჯონსონი მეუღლესთან ერთად, ხელჩაკიდებული მივიდა

ბორის და ქერი ჯონსონები დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილ წირვაზე გამოჩნდნენ, რომელიც პავლე მოციქულის სახელობის ტაძარში ჩატარდა. ბრიტანეთის პრემიერი იმ ვიწრო წრეში აღმოჩნდა, ვინც მონარქის 96 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე იმყოფებოდა.

ბორის ჯონსონი ღონისძიების დაწყებიდან მალევე გამოჩნდა საკათედრო ტაძართან. ის ტაძრის კიბეებზე მეუღლესთან, ქერი ჯონსონთან ერთად ხელჩაკიდებული ავიდა. ჯონსონის მეუღლე ბრწყინავდა წითელი ფერის ულამაზეს კაბასა და შლაპაში.

ასევე იხილეთ