“შევთანხმდეთ, რომ ვარ ყველაზე მახინჯი და დამანებეთ თავი!..“

შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სთხოვა კომენტარის ავტორებს, განსაკუთრებით, ასაკში შესულ ქალბატონებს, რომ მასზე არაფერი აღარ დაწერონ:

„დღეს დავდე ამ სეზონზე პირველად ფოტოები საცურაო კოსტიუმში. აღმოჩნდა, რომ ვარ ყველაზე საშინელი ადამიანი და ყველაზე მახინჯი. ქალებო, განსაკუთრებით ხანში შესულებს ეხებათ, დამანებეთ თავი, ძალიან გთხოვთ. ვერ ავუდივარ თქვენი ცუდი კომენტარების წაშლას. მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვარ ყველაზე მახინჯი, გამიკეთეთ ანფოლოუ, დამბლოკეთ, ოღონდ მიხედეთ თქვენს პირად ცხოვრებას. ძალიან გთხოვთ, მაცხოვრეთ ჩემი ცხოვრებით…“

ასევე იხილეთ