“მასთან პირველი დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, რაღაც ფლირტის დონეზეც”

რეალიტის შოუ “პრაიმ ჰაუსის” მონაწილე, გიორგი ნაზღაიძემ “პრაიმთაიმთან” პროექტის ყოფილ მონაწილეზე, კესო ბერუაშვილზე ისაუბრა.

კესო როგორც მოთამაშე ვფიქრობ, რომ საინტერესო პერსონაჟი იყო. ვთვლი, რომ არასწორად დატოვა პროექტი. თავისი სულელური საქციელის გამო და მიეხმარნენ… მაგრამ, დატოვა ისე, რომ ხალხს თავი დაამახსოვრა. მონაწილეებს მაინც. ისეთი ნაბიჯები გადაგა ლაივზე, რომ… კესომ ლაივის დაწყებამდე მითხრა, დღეს მოემზადეო. მაგრად დადექიო. შერიგებულები კი ვიყავით, მაგრამ შეიძლება, წყენა დარჩენილი ჰქონოდა და შურისძიება მომხდარიყო. მთელი გადაცემა ამბობდა… ვუყურებდი და ვფიქრობდი, ბრავო! გაოცებული ვიყავი. აი, ნამდვილი მოთამაშე არის კესო. მე მასთან პირველი დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაღაც ფლირტის დონეზეც. მე ეს რაღაცისთვის არ გამიკეთებია. კესო მომეწონა. უბრალოდ, მერე აურიეს კესოს, ამრიეს მე და ჩვენი შეჯახება მოხდა. ქუჩაში, როცა ვნახავ, დავურეკავ, ან დამირეკავს აუცილებლად კარგად მოვიკითხავ“, – განაცხადა ნაზღაიძემ.

ასევე იხილეთ