„მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება! არც მეტი, არც ნაკლები, სუპერ მაგარ სააგენტოსთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი…“

ნუკი კოშკელიშვილი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს და აქვეყნებს ახალ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც აქტიური შეხება აქვს ჰოლივუდურ კინოინდუსტრიასთან:

„დღეს ჩემი დაბადების დღეა!!!! და არც მეტი და არც ნაკლები, სუპერ მაგარ სააგენტოსთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი!!! აი, ისეთთან, სულ რომ „ეიჩბიოებში“ და ჰოლივუდებში მუშაობს, აი, ისეთში, ზესუპერ ვარსკვლავებს რომ წარმოადგენენ! მოკლედ, თავს თუ არ შეიქებ, სხვა არ შეგაქებსო, ხო, თეო მაღალაშვილი?! ჰოდა, გამიმარჯოს!!!! მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება!

ასევე იხილეთ