„ავტობუსიდან დაგინახე, რომ დავარდიო“ – რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე ტრავმატოლოგიურში 11-ჯერ

ბევრმა არ იცის, რომ თამრიკო ჭოხონელიძე მოუხერხებელი ბავშვი იყო და ახლაც არ აკლია ხიფათები. მომღერალი და პიანისტი „თბილისელებთან“ საკუთარ ისტორიას და გაოგნებულ ექიმებს იხსენებს.

„ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ვიყავი ტრავმატოლოგიურის სტუმარი. თერთმეტჯერ ვარ ტრავმატოლოგიურიდან თაბაშირით წამოსული. ექიმები გაკვირვებულები იყვნენ და მეათედ რომ მოვიტეხე ხელი თუ ფეხი, ხუმრობდნენ, დაამრგვალა და ამით დაასრულებსო, მაგრამ მეთერთმეტედ რომ მივედი, ვეღარაფერი თქვეს (იცინის). ხშირად მიბრუნდებოდა ხოლმე ფეხი და მერე ხან რა მემართებოდა, ხან – რა. რამდენიმე წლის წინ აფთიაქის წინ ავტომობილიდან გადმოვედი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩავიმუხლე. ძალიან მეტკინა, მაგრამ ისე შევედი აფთიაქში, რომ არაფერი შევიმჩნიე. უცებ, შემოდის უცნობი ქალბატონი, საკმაოდ ხანშიშესული და მეუბნება: თამრიკო, დედიკო, ავტობუსიდან დაგინახე, რომ დაბლა დავარდიო. უცებ ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა. მე ხმადაბლა ვეუბნები: არაფერია, ქალბატონო, ყველაფერი კარგადაა-მეთქი და რას ამბობ, ისე დაეცი, გული გამისკდა და ჩემს გაჩერებაზე კი არა, იმწუთას ჩამოვედი, რომ მენახეო. მე ამ დროს სიმწრით ვითმენ ტკივილს, რომ არავის არაფერი შეემჩნია, მაგრამ ამ ქალბატონის წყალობით, ყველა მე მიყურებდა (იცინის).“ – გაიხსენა მომღერალმა.

ასევე იხილეთ