“ამ დავიწყებულზე უნდათ, შემოგვასაღონ თავი და დაიწყონ ქვეყნის ნგრევა და ხალხის წამება თავიდან”

ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბოლო სამ დღეში განვითარებული მოვლენები მოგვანიშნებს,რომ ნაციონალები ახალი მეთოდებით ცდილობენ გვარამიას ლაყბობით ჩაშლილ უკრაინულინ გეგმის გაპრავებას. გაბუნიას მისცეს ნება რომ თავიდან აგინოს პუტინს მისთვის ჩვეულ ბინძური ლექსიკით,აქაოდა ამ ყველაფრის მიზეზი პუტინია და არა უკრაინაში დაგეგმილი ბიძია თემურის და სააკაშვილის თავებში მოხარშული პროვკაციაო. თან ამის პარალერულად უკრაინელი ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობილი ქართველი ნაგვის ურნის,ელისო კილაძის სქრინებს, სადაც ის ლაპარაკობს რაღაც თანაშრომლობაზე და საიდუმლოებების გამჟღავნებაზე. მგონი გასაგებია ყველაფერი,რა დონის ბინძური პროვოკაცია მზადდება. მოკლედ გაბუნიას, ამ პროვოკატორ ტიპს აგინებინეს პუტინი, მერე გადაწყვიტეს ამის ცხელ გულზე გაგორება და მერე რევოლუციური სცენარის აწევა რომ აი, პატრიოტ ჟურნალისტს პრორუსი ხელისუფლება ვერ იცავს. ეს ყველაფერი გვარამიამ ჩაშალა ლაყბობით და ახლა რათქმაუნდა სააკაშვილთან ვალშია და იკადრებს კიდევ ახალ სიბინძურეეებს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მეორე კიდე ისაა რომ ჟორიკა რურუათი იწყებენ ყველა საინფორმაციო გამოცემას. ეს საერთაშორისო ნაძირალა და მკვლელი, უნდათ რომ ეროვნულ გმირად შემოგვასაღონ. მთავარმა არხმა ძალიან კარგად იცის რომ მათი ერთერთი სპონსორი არ უნდა გაანაწყენონ და ამის გამო , საზოგადოებისთვის სრულიად ოდიოზური არსება სურთ რომ ეროვნულ გმირად შემოგვასაღონ. მოკლედ, არ იცვლება ამ შარვალკოსტუმიანი ყაჩაღების მიდგომა ქართველი საზოგადოებისადმი. უნდათ რომ ყველაფერი დაგვავიწყონ, ამ დავიწყებულზე შემოგვასაღონ თავი და დაიწყონ ქვეყნის ნგრევა და ხალხის წამება თავიდან.”

ასევე იხილეთ