”რატომ მკლავთ, ამჯერად რა დავაშავე”

ის, რაც მსახიობ თაკო ტაბატაძის გარშემო ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ადამიანები სოციალური ქსელიდან პირდაპირ თავს ესხმიან და გამაოგნებელ კომენტარებს უწერენ. მომხიბლავმა მსახიობმა მათი რისხვა იმის გამო დაიმსახურა, რომ მისი და მუსიკოს გია ბაღაშვილის ოჯახი დაინგრა.

თაკომ თავად გამოაქვეყნა სქრინები, სადაც წერენ, რომ უნდა მოკვდეს, რომ  სიამოვნებით მოკლავდნენ და ა.შ.

,,თაკო კი არა სიკვდილი შენ. უფლება რო მქონდეს ბებიის ტოლა ქალი ვარ და ალბად მოგლავდი (სტილი დაცულია)” – წერს ვინმე მზია შონია, რომელსაც პასუხობენ: ,,გაიხარეთ,  ქალბატონო, მართალი ხართ, რა ქნა ამ უჭკუო გოგომ”,  ,,მართალი ხართ, მეც თქვენს აზრზე ვარ, მაგრამ რომ დავწერე, ისეთი აგრესია წამოვიდა. სულ წაშალეს ქართველი ქალის სახე. ნეტავ რა ესიყვარულება 4 შვილის დედას”, ,,ნამდვილად ღირსია, მაგას ოდნავ შეგნება რომ ჰქონდე, ასე ხშირად არ გამოჩნდებოდა, მეხი კი დაეცა მაგის ქალობას, ოჯახი შეარცხვინა”.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, ვინმე კორჩილავა კი უწერს: ,,ნამუსი რომ ჰქონდეს, თავს თუ არ მოიკლავს, მინიმუმ თავი არსად არ უნდა გამოყოს. მაგრამ ამისნაირებს ნამუსი აღარ აქვთ”.

,,რატომ ,,მგლავთ”, ქალბატონი მზია?… რა ვიცი, ამჯერად რა დავაშავე…” – წერს თაკო და ასევე აქვეყნებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმოწერას, სადაც კითხულობს, უხერხულად არ ეჩვენებათ, ასეთი თანამშრომლები რომ ჰყავთ.

ამ თავდასხმების ფონზე კი თაკო ტაბატაძის შემოქმედებითი ცხოვრება არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებგარეთაც წარმატებით გრძელდება და 4 მშვენიერ გოგონას ზრდის.

 

 

"რატო მკლავთ?" - თაკო ტაბატაძეს გია ბაღაშვილთან დაშორების გამო ემუქრებიან (ფოტო)
ასევე იხილეთ