“ახლა ყურადღებით მომისმინეთ ჩვენმა ზოგიერთმა ე.წ. “კოლეგამ” და არამარტო“

ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში ვახო სანაიას შესახებ წერს.

“ახლა ყურადღებით მომისმინეთ ჩვენმა ზოგიერთმა ე.წ. “კოლეგამ” და არამარტო:
ჩვენ გამოვაცხადეთ კითხვები, პასუხები და ციფრები – ვინ და რამდენმა პროცენტმა როგორი პასუხი გასცა კვლევითი ორგანიზაციის დასმულ კითხვებს. სულ ეს იყო, მაგრამ თქვენ
ამაზე მყისიერი ფეისბუქისტერია წამოიწყეთ თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგეწონათ რომელიღაც კითხვა თუ პასუხი?! და ამას ის ხალხი აკეთებთ, ვინც კითხვა-პასუხი კი არა,
თავხედური ფეიკებით, თქვენივე მოგონილი ამბებით, საქართველოს საწინაადეგო ნარატივით (თან დღევანდელ სიტუაციაში!!!), ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ პროდასავლურობის ნიღაბს ამოფარებულები იბრძვით, ყოველდღიურად აზიანებთ, მტრობთ და ღალატობთ საკუთარ ქვეყანას!
ამიტომ, სანამ გაღმა შედავების ვითომ ემოციურ და ბინძურ ფეიკკამპანიას დაგეგმავთ, ცოტა დაფიქრდით, რადგან პასუხს აუცილებლად მიიღებთ! სოფო ბერიძე შენ ხარ ღირსეული და საამაყო ჟურნალისტი ✊”

ასევე იხილეთ