„აი, ამ „მარ­შუტ­კის“ მძღოლ­მა, ფაქ­ტობრივად გა­წი­რა 5 ბავ­შვი და აქე­დან ერთი ჩემი ძმაა“

22 ივ­ნისს ყვა­რე­ლი-თე­ლა­ვის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 3 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ერ­თმა­ნეთს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა შე­ე­ჯახ­ნენ.

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნაკო ზურიაშვილმა შემზარავი ავარიის ვიდეომასალა გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა და მე­გობ­რე­ბი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს.

„არ ვიცი რა ვთქვა, რო­გორ უნდა და­ვი­წყო ჩემი სათ­ქმე­ლი, ისე რომ სიბ­რა­ზე და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტო… ყო­ველ­თვის ვამ­ბობ და ვი­ტყვი, რომ ნას­ვა­მი არას­დროს არ უნდა დაჯ­დე სა­ჭეს­თან, რად­გან პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე და­იც­ვა და მერე სხვი­სი.

აი, ამ “მარ­შუტ­კის” მძღოლ­მა, ფაქ­ტი­უ­რად, გა­წი­რა 5 ბავ­შვი და აქე­დან ერთი ჩემი ძმაა, ოთხი კი მისი მე­გო­ბა­რი. ღვთის წყა­ლო­ბით ახლა კარ­გად არი­ან! გთხოვთ მძღო­ლე­ბო, სა­დაც და­ლევთ იქ მო­ი­ნე­ლეთ“ – წერს ზუ­რი­აშ­ვი­ლი.

ასევე იხილეთ