“ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება…”

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი გახშირებულია. აქტუალური საკითხი სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ასახვას პოვებს.

ძალადობის თემატიკას სერიალში კატოს როლის შემსრულებელი, მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ცნობისთვის, ბოლო სერიებში განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი კატოს და სოსოს ურთიერთობაზე. კატომ სოსოს ფიზიკური ძალადობა აპატია, თუმცა, ამან სოსოზე გავლენა ვერ მოახდინა და ის ისევ აგრძელებს კატოზე, ამჯერად, ფსიქოლოგიურ ძალადობას.

“ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება…” – წერს ნინო გაჩეჩილაძე.

 

"ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება…" - რას წერს ნინო გაჩეჩილაძე?
ასევე იხილეთ