Tbilisi Open Air-ის შემდეგ Vetements- მა ტალახიანი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა

Tbilisi Open Air-ის შემდეგ  Vetements- მა  ტალახიანი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

წელს სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში თითქმის გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც მუსიკის მოსასმენად მისულ მსმენელს ცეკვა და გადაადგილება ტალახში, ექსტრემალურად უწევდა. სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და მიმი გავრცელდა, სადაც დასვრილ და ტალახიან ფეხსაცმელს აზიარებდნენ. რა თქმა უნდა, ყველას მაშინვე დემნა გვასალია გაახსენდა და პოსტებზე მისი მონიშვნა დაიწყეს. 

ტალახიანი ფეხსაცმლის ფოტოები სახელად „ოფენეარების“ გაზიარებამ როგორც ჩანს შედეგს მიაღწია. დემნამ ვერ მოიცალა და მისი შვილობილი ბრენდი vetments დაინტერესდა ამ მიმართულებით, რომელსაც დემნას ძმა, გურამი მართავს.

 

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от VETEMENTS (@vetements_official)

ასევე იხილეთ