“წაგვართვეს, გოიმებივით დაგვახიეს ბინა. უნდა ვუჩივლოთ…” – გიორგი ყიფშიძე მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაკარგვის შესახებ

მსა­ხი­ო­ბე­ბის, ზურა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბის ბი­ნის გარ­შე­მო სკან­და­ლი წლე­ბია გრძელ­დე­ბა. არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ზურა ყიფ­ში­ძის ბინა ბან­კმა უქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა. რა მოხ­და მას შემ­დეგ და რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი სა­და­ვო ბი­ნის გარ­შე­მო, ამა­ზე გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა…

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე:

– ეს ბინა დე­დას, ლელა გო­ცი­რი­ძეს მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო. ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბინა იყო, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დაგ­ვი­ტო­ვა. თა­ვი­დან და­კე­ტი­ლი გვქონ­და, შემ­დეგ კი გა­ვა­ქი­რა­ვეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ბინა ბან­კში ჩა­დეს, 250 ათა­სი გა­მო­ი­ტა­ნეს და გა­იქ­ცნენ. ამ ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თმა მოქ­მედ­მა ადა­მი­ან­მა თავი მო­იკ­ლა. ამ კაც­მა რომ თავი მო­იკ­ლა, გა­და­ვი­რი­ეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და. უცებ ბან­კი რე­კავს, გა­და­სახ­დე­ლი გაქვთ თან­ხა, თო­რემ ბი­ნას აუქ­ცი­ონ­ზე გა­ვი­ტან­თო.

გა­და­ვი­რი­ეთ, ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სახ­ლი უცებ გა­ი­ყი­და აუქ­ცი­ონ­ზე, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ზუ­რას თხოვ­ნა. ბანკთა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მაქვს, რა­ტომ­ღაც არ არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ეს გა­რი­გე­ბა მოხ­და.

ბინა უცხო­ელ­მა იყი­და, ფრან­გმა, ვინ­მე პოლ სენ­მა. რო­დე­საც გა­ი­გო ვისი ბინა იყო, გვი­თხრა, რომ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და. შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა და აქეთ გვე­მუქ­რე­ბო­და. მოკ­ლედ, წაგ­ვარ­თვეს, გო­ი­მე­ბი­ვით დაგ­ვა­ხი­ეს ბინა. უნდა ვუ­ჩივ­ლოთ…

ია ფა­რუ­ლა­ვა:

– ეს პი­როვ­ნე­ბა პოლ სენი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პენ­სიო ფონ­დის თავ­ჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, ადრე იყო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე:

– ზუ­რას მე­გობ­რებ­მა შე­უგ­რო­ვეს ფული, რომ უკან გა­მოგ­ვეს­ყი­და, პოლ სენ­მა უარი თქვა. არ დავ­ნებ­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლებთ. ად­ვო­კა­ტე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ გვე­ჩივ­ლა. ვერ მივ­ხვდით, რო­მე­ლი აგ­ვერ­ჩია, მაგ­რამ ახლა აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებთ.

ასევე იხილეთ