“არც მრცხვენია, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, ტორტები ვიცი, გადასარევად ვაცხობ”

მომღერალი, ეკა მამალაძე შიშებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არაფრის გაკეთება არ ეთაკილება და და თუ საქმეს დასჭირდა, ტორტებსაც გამოაცხობს.

„ახლა აღარაფერზე ვდარდობ და არც არაფერი მაშინებს. ჯანმრთელი თუ გაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ყველაფერს გააკეთებ. სიმღერით შეიძლება ვერ იშოვო დიდი ფული, მაგრამ რაღაცების კეთება შეიძლება – ახლა ისეთი ცხოვრებაა. ტორტები ვიცი, გადასარევად ვაცხობ, არც მრცხვენია, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მე კარგად ვიყო და ჩემი შვილებიც მყარად იდგნენ, ჩემი შვილებიც იმ ასაკში არიან, რომ იქით მომეხმარებიან, ამიტომ ძალიან კარგ ასაკში ვარ…“, – ამბობს გადაცემა “სთორიში” მომღერალი.

 

ასევე იხილეთ