8 წლის ლიზიმ არ იცის, რომ დედა გარდაეცვალა და დღეს კრძალავენ, არც ის იცის, რომ გვერდით, ფარდის მიღმა, კომაში მყოფი ძმა წევს

2 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში სატვირთო მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. სატვირთოში ოჯახის ოთხი წევრი – მშობლები და მათი ორი შვილი იმყოფებოდა.

დედა, 40 წლის ნინო ნანუაშვილი ადგილზე დაიღუპა. მამამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მძიმედ დაშავდნენ მოზარდები – 8 წლის ლიზი და 17 წლის გიორგი ფილაურები.

ისინი თბილისში, “ამტელ ჰოსპიტალში” გადმოიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ.

ამ ეტაპზე, ლიზის მდგომარეობა სტაბილურია. მას ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია გაუკეთდა, გიორგის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა – გაუკეთდა რთული ოპერაციები, მოტეხილი აქვს ორივე ფეხი, ჩამსხვრეული აქვს სახის ძვლები და ნეკნები.
და-ძმა რეანიმაციაში, ბავშვთა განყოფილებაში, ერთმანეთის გვერდით წევს. ლიზიმ არ იცის, რომ ფარდის მიღმა, მის გვერდით, კომაში მყოფი ძმა წევს. მოზარდმა არც ის იცის, რომ დედა დაეღუპა.

ლიზის და გიორგის ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლით სავსე ბავშვები!! – ამ მოწოდებით შექმნილია ფეისბუკჯგუფი – და-ძმის გადარჩენისთვის.

მძიმედ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის საჭიროა ფინანსები, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

მითითებულია ანგარიშის ნომრებიც:

თიბისი ბანკი: GE71TB7575945061100104

საქართველოს ბანკი: GE80BG0000000530428059
მიმღები ნატო ფოცხვერაშვილი.

ასევე იხილეთ