ქეთა თოფურია ქმარ-შვილთან ერთად საქართველოშია

მომღერალი ქეთა თოფურია ქმართან ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად საქართველოშია. ისინი რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ.

როგორც მომღერლის მეგობარი და ყოფილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე “პრაიმტაიმს” უყვება, კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში გაემგზავრება. ის იტალიელ ცნობილ მომღერალთან, ბოჩელთან ერთად იმღერებს.

ქეთა ოჯახით საქართველოში გუშინწინ ჩამოვიდა. მისი ქმარი ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმეა ნამყოფი. კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში მიემგზავრება. ის ბოჩელის საღამოზე იმღერებს, ორ სიმღერას შეასრულებს.” – ამბობს ნატო დუმბაძე.

ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დიპლომატი ქმარი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აქვს.

პრაიმ ტაიმი

ასევე იხილეთ