“ვინ გაძლევთ უფლებას, სხვის ბედნიერებაზე ასე იქილიკოთ… თქვენს დაჭაობებულ ლოგინებს მიხედეთ”

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი და რეჟისორი, ლელუკა ლაშხი სოციალური ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გათხოვდა.

“იცით რა მაინტერესებს?
გიული ალასანია გათხოვდაო და ისტერიკული ღლიცინია ატეხილი. ზოგან ლანძღვა და გინება, წყევლასაც მოვკარი თვალი.
“ვითომ შვილი უკვდება ამ აფერისტ ქალს და გათხოვილა! “ფუჰ, ეს თუ ქალია. ბოზი ესა. რა მაგრად ყვარებია შვილი”.
“მიშაზე უმცროსს გაყვა ცოლად, ეს პედოფილი ქალი, ესა”.
“გამოდით ქალებო, ბებერმა გიულამ გვაჯობა”
“რა დროს ამის სიყვარულია, სამარეში აქვს ცალი ფეხი”.
და რა ჩამოთვლის რამდენი სისაძგლე და ბოროტება დევს აქ.
ვინ გაძლევთ საერთოდ უფლებას, სხვის ბედნიერებაზე ასე იქილიკოთ და სხვის უბედურებაზე, საჯარო თავ-პირის კაწვრები ატაროთ?
მოგიტყანთ ორმაგი სტანდარტი!
ყ@ეები ხართ სათითაოდ და ჯგუფურად, ვინც სხვებს დასცინით და ასე საჯაროდ აპორწიალებთ მათ პირად ცხოვრებას.
თქვენს დაჭაობებულ ლოგინებს მიხედეთ, სადაც მხოლოდ მყრალი გომბეშოები ბუყბუყებენ!”, – წერს ლელუკა ლაშხი.

ცნობისთვის, გიული ალასანიასა და გიორგი ცალაძის შეუღლების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის დონეზე ვრცელდება მხოლოდ. ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

No description available.
ასევე იხილეთ